вторник, 2 августа 2011 г.

პროექტის   სახელწოდება: წიგნი   და                                                                                                                   
საზოგადოება.

 პროექტის მთავარი  იდეა:  საზოგადოების დამოკიდებულება კითხვის ფენომენისადმი.                                                                                                                   

 პროექტის  აქტუალობა: ეს არის პროექტი ერთ-ერთ უმთავრესი პრობლემის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან მოსწავლეები არკვევენ თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულებას წიგნისადმი.                                                                                                                                     
  პროექტის  მიზანი: გავარკვოთ თუ როგორი დამოკიდებულება  აქვს ახალგაზრდა თაობას წიგნისადმი;                                                                                                      

მონაწილეთა  ასაკი: 16-17წელი.  
                                                                                                  
 ვადები/ხანგრძლივობა: 20 დღე. 
                                                                          
  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მივიღებთ მოზარდთა შეცვლილ დამოკიდებულებას კითხვისადმი, ისინი უფრო დახვეწილები, კულტურულები და ამაღლებულები გახდებიან;    მოსწავლე სახალისო საქმიანობას უთავსებს სასარგებლოს,   ეცნობა ადამიანების დამოკიდებულებებს, შეხედულებებს და  გაიაზრებს მათ;  მოამზადებენ ფოტოკოლაჟს,რაც აახლოვებს  მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან; აქტიურად ერთვებიან ინტერნეტ ფორუმში.                                                                                


 პროექტისთვის  საჭირო  რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი,საწერი კალამი, რვეული.                                                                                                                                

პროექტის  მსვლელობა   (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები ირჩევენ გარკვეული ასაკის რესპოდენტებს (12-27 წლამდე), რადგან ისინი არიან იმ თანამედროვე საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელთაც ასაკის შესაბამისად განსხვავებული დამოკიდებულება და ინტერესი ექნება წიგნისადმი;  შეაგროვებენ მასალებს ,მოიძევენ ინფორმაციას:  ბიბლიოთეკებიდან,წიგნის მაღაზიებიდან და გაარკვევენ, ჰყავთ თუ არა მკითხველი ;   შეიძლება შეარჩიონ ცნობილი ადამიანები  და განიხილონ მათი შეხედულება;   შესაძლებელია კვლევა  ჩატარდეს სოციალურ ქსელებშიც და განიხილონ ეს თემა ფორუმზე; 
                                                                                                                                 
 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   ამ პროექტის განხორციელებით მყარდება მჭიდრო კავშირი  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების  უნარი;ისწავლიან პროექტზე მუშაობას; უკეთესად გაერკვევიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებში;   გამოუმუშავდებათ  საზოგადოებასთან და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის უნარი; მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციის და ინტერპრეტაციის უნარი;  კვლევის შედეგების ანალიზის უნარი;  ჯგუფის შემოქმედებითი უნარი;  განუვუთარდებათ ურთიერთთანამშრომლობის და თვითშეფასების უნარი.   

პროექტის  ხელმძღვანელი:  დინარა ქასრაშვილი.  
                                     


 ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა:    d.qasrashvili@gmail.com                                                                                                        

  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი d. qasrashvili.blogspot.com



     შენ   გიყვარს    კითხვა?
დიახ
                                       68%
არა
                                       12%
არც  ისე
                                       20%